2025-07-24 23:42:25, 2083 ნახვა
კომენტარი/ ჩერგოლეიშვილი- 30 წელიწადზე მეტი გავიდა სოხუმის დაპყრობის შემდეგ და დევნილებს საკუთარი წარმომადგენელიც კი არ ჰყავთ სახელმწიფო სისტემაში, რომელსაც აირჩევენ და მათ პრობლემებზე იმუშავებს
პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური და სისტემურია ქართველი დევნილების პრობლემები. მისი თქმით, ფედერალისტების საკმარისი პოლიტიკური გავლენის მოპოვების შემდეგ, დევნილები აირჩევენ საკუთარ პოლიტიკურ წარმომადგენლობას, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს. "ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ასობით ათასი მოქალაქე, რომელმაც რუსული გენოციდის და ჩვენი ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის შედეგად სახლ-კარი, რეალურად, მთელი ცხოვრება დაკარგა და ახალი დაიწყო - დევნილობაში. დევნილობა მხოლოდ სიტყვა, ან სტატუსი არაა - ეს აღწერაა იმ ტრავმების, რაც ამ ადამიანებმა განიცადეს, ჯერ რუსეთის მიერ ორგანიზებული გენოციდის ფარგლებში და მერე დევნილობაში. ქართველობის გამო წამება, გაუპატიურება, ცოცხლად გატყავება, ცოცხლად დაწვა, ცოცხლად დანაწევრება... საზარელია ისტორიები, რასაც დღეს ჩვენ დევნილების პირიდან ვისმენთ. მაგრამ ამასაც მხოლოდ ორიოდე წელია ვისმენთ, და ისიც - ჯერ რამდენიმე ასეული საუბრობს. აქამდე ისინიც დუმდნენ, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურ სიცრუეში გვიწევდა ცხოვრება ... მათი საზარელი ისტორია ათწლეულების მანძილზე უხერხულ სიმართლედ ითვლებოდა და ამაზე საუბარი ცუდი ტონი იყო. გეოპოლიტიკური სიცრუის გასამართლებლად, ისინი ქართველ ფაშისტებად მონათლეს, ხოლო მათი გენოციდი და ეთნიკური წმენდა - ეთნიკურ კონფლიქტად, რომელიც თითქოს მათვე დაიტეხეს თავს. სიკვდილს გამოქცევის შემდეგ, ფაშისტობა არ აკმარეს - ქურდებად, ცუდ მეზობლებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, დანარჩენი საზოგადოების ტვირთად შეირაცხნენ. 30 წელიწადზე მეტი გავიდა სოხუმის დაპყრობის შემდეგ და ამ ადამიანებს საკუთარი წარმომადგენელიც კი არ ჰყავთ სახელმწიფო სისტემაში, რომელსაც აირჩევენ და მათ სპეციფიკურ პრობლემებზე იმუშავებს - არანაირი ძალა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ, გარდა იმისა რომ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გაითქვიფონ დანარჩენებში, ვითომ მათ თავს არაფერი განსაკუთრებული გადამხდარა. ასე ვერ გაგრძელდება. ვერ გაჯანსაღდება ჩვენი საზოგადოება თუ, 1. არ გავიაზრეთ და სახელი არ დავარქვით იმას, რაც ამ ხალხმა გამიარა - გენოციდი. 2. არ გავიაზრეთ და სახელი არ დავარქვით ამ ყველაფერში დამნაშავეს - რუსეთს! 3. არ გავიაზრეთ, რომ ამ ხალხს განსაკუთრებული პრობლემები აქვს და ეს პრობლემები რომ საფუძვლიანად მოგვარდეს, წარმომადგენელი სჭირდებათ, რომელიც 30 წელზე მეტია არ აურჩევიათ - ამიტომ, ამ ხალხის ინტერესებს არავინ იცავს, მათ წინაშე არავინაა ანგარიშვალდებული. მოკლედ რომ ვთქვა, პოლიტიკური და სისტემურია ქართველი დევნილების პრობლემები. პოლიტიკურია იმით, რომ ქართველი დევნილის ფენომენს პოლიტიკური შეფასება არ მისცემია - არ შეთანხმებულა ქართული საზოგადოება რა დაემართათ მათ და შესაბამისად - ჩვენ! სისტემურია იმით, რომ სახელმწიფო სისტემაში მათ ინტერესებს არავინ იცავს - ვინც უნდა იცავდეს, ის მათი არჩეული არაა. ორივე საკითხი მოგვარდება, როცა ფედერალისტები საკმარის პოლიტიკურ გავლენას შევიძენთ: 1. აფხაზეთში მომხდარი შეფასდება გენოციდად და რუსეთის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული სააშკარაოზე გამოვა. 2. დევნილები აირჩევენ საკუთარ პოლიტიკურ წარმომადგენლობას, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს."- აღნიშნულია განცხადებაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა 2025-07-29 21:59:09 მინსკში პირველი დრონი ჩამოვარდა - „ტროტილითა და უკრაინულ ენაზე წარწერებით“, აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |