03:28 - 03 Aug, 2025
2025-07-30 17:07:22, 856 ნახვა

საზოგადოება/
ხუთი ყველაზე გავრცელებული დაავადება საქართველოში

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის ჯანმრთელობის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 239 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 2,288 ამბულატორიული კლინიკა იყო. ამ დაწესებულებებში ექიმებთან 15.8 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2.8%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„2024 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა (პირველი დიაგნოზით) წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად შემდეგ ჯგუფებში გაიზარდა:

• თვალისა და მისი დანამატების დაავადებები (18%),
• ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადება (15.4%),
• კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (14.8%),
• ნერვული სისტემის დაავადებები (13.6%),
• სასუნთქი გზების დაავადებები (11.4%).

დაავადებათა ძირითადი ჯგუფებიდან, მოსახლეობაში ყველაზე გავრცელებული იყო:

• სასუნთქი ორგანოები;
• თვალისა და მისი დანამატების დაავადებები;
• სისხლის მიმოქცევის სისტემები;
• სასქესო სისტემის დაავადებები;
• კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები.

2024 წელს შიდსის 615 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 3 ერთეულით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შიდსით დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 10 006 შეადგინა. „2024 წელს შიდსით 131 ადამიანი გარდაიცვალა“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics