2025-08-02 12:29:56, 530 ნახვა
მსოფლიო/ დონალდ ტრამპი - თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, სანქციებს დავაწესებთ
თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა. „მე ბევრჯერ ვესაუბრე პუტინს და მგონია, რომ ძალიან კარგი საუბრები გვქონდა. შემდეგ სახლში მივდივარ და ვხედავ, რომ კიევში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ბომბი ჩამოაგდეს და ხალხი დაიღუპა. შესაძლოა, მას [უკრაინის] მთლიანად ხელში ჩაგდება უნდა. მგონია, ეს მისთვის ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. კითხვაზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე შეხედულება შეეცვალა თუ არა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“. „თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ. პუტინმა იცის, როგორ აირიდოს სანქციები. ის ნამდვილად კერკეტი კაკალია. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა. თუმცა გაკვირვებული ვარ. არაერთი კარგი საუბარი გვქონდა, სადაც შეგვეძლო ომის დასრულება და შემდეგ უცებ ბომბები ცვივა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი ხშირად ბევრს ლაპარაკობს და მის მიერ გაგზავნილი ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთთან ახლოს არიან. „მსგავსი რაღაცები წარსულშიც უთქვამს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ მიზნით რეგიონში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი გავგზავნე. უბრალოდ მინდა დავრწმუნდე, რომ მისი სიტყვები მხოლოდ სიტყვებია და სხვა არაფერი. ისინი რუსეთთან უფრო ახლოს არიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა 2025-07-29 21:59:09 მინსკში პირველი დრონი ჩამოვარდა - „ტროტილითა და უკრაინულ ენაზე წარწერებით“, აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |