2025-08-02 16:12:47, 244 ნახვა
სამართალი/ სასამართლომ დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის თამუნა გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა. „პროკურატურამ აქტივისტების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართა, კონკრეტულად, ნინო დათაშვილის შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის საკითხის გამორკვევა ყოველგვარი კრიტერიუმის და საფუძვლის არსებობის გარეშე. სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლომ ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება არ მისცა, რადგანაც მას არ ჰქონდა ინფორმაცია მის წინააღმდეგ, რა პროცესი განიხილებოდა. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი ექსპერტიზის ჩატარებაზე წინააღმდეგი იქნება, გამოყენებული იქნება იძულების პროპორციული ღონისძიებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა. რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას, ის ეფუძნება სამედიცინო ჩანაწერებს, რომელიც დაცვის მხარემ პირველი წარდგენის სხდომაზე გაუცვალა პროკურატურას, სადაც მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს ძალიან მძიმე დიაგნოზი, ხერხემლის მალთაშუა დაზიანება, მალთაშუა დაზიანებებთან ერთად თიაქარი, რადიკულიტი და თანმხლებ სიმპტომად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან - ხერხემლის დაზიანებიდან გამომდინარე ნინოს 2019 წელს აღენიშნებოდა ემოციური ლაბილობა, ტირილი, ემოციის მატება, რაც არცერთ შემთხვევაში არ არის დიაგნოზი, ეს არის სიმპტომი და თან ახლავს ნინოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. ეს პროკურატურისთვის ცნობილი იყო პირველი წარდგენის პროცესში“, - განაცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამუნა გაბოძემ. შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა 2025-07-29 21:59:09 მინსკში პირველი დრონი ჩამოვარდა - „ტროტილითა და უკრაინულ ენაზე წარწერებით“, აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |