2025-08-02 22:18:09, 267 ნახვა
საზოგადოება/ ბათუმში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა
დღეს ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო სექტორის წევრებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მონაწილეები მსვლელობით აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. მოძრაობის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში პროევროპულ აქციებზე დაკავებულ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს. მათ შორის იყვნენ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებიც. აქციის მონაწილეები ასევე შეიკრიბნენ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ოფისთან, სადაც ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ მზია ამაღლობელი „რეჟიმის ტყვეა“. „აქციებმა კონკრეტული შედეგები უკვე მოიტანა – ხელისუფლებაში კონფლიქტებია, რაც თორნიკე რიჟვაძის მაგალითზეც ჩანს. ივანიშვილის რეჟიმი შიდა დაპირისპირებაშია ჩართული. ჩვენ არ დავიხევთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. უკვე თითქმის 250 დღეა, პროტესტს უწყვეტად ვაგრძელებთ. ქართველი ხალხი არ გატყდა – რუსულ რეჟიმს წინააღმდეგობას ვუწევთ და აუცილებლად დავამარცხებთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ. ამ დროისთვის აჭარის მთავრობის სახლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ სამართალდამცავები არიან მობილიზებული. აქციის მიმდინარეობისას ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეეებს“, „არა არალეგიტიმურ მთავრობას“.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა 2025-07-29 21:59:09 მინსკში პირველი დრონი ჩამოვარდა - „ტროტილითა და უკრაინულ ენაზე წარწერებით“, აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |