2025-05-10 12:52:22, 52 ნახვა
კორონავირუსი/ ემანუელ მაკრონი - თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას გავაძლიერებთ
თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას გავაძლიერებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „კიევში დავბრუნდი. ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი პასუხი კოლექტიური უნდა იყოს“, - წერს ემანუელ მაკრონი. საფრანგეთის პრეზიდენტმა კიევში გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად ვიზიტის სამი მთავარი მიზანი დაასახელა. „პირველი, მშვიდობა, რომელიც სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით იწყება. ეს არის წინადადება, რომელსაც ჩვენ აშშ-თან ერთად ვამუშავებთ. უკრაინამ ის 11 მარტს მიიღო. თუმცა, რუსეთი დროს აჭიანურებს და წინაპირობებს აყენებს. თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას, ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას, აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე, სუვერენიტეტი - სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს. და ბოლოს, მომავალი - უკრაინა იბრძვის თავისი ხალხისთვის და ასევე, იმ ევროპული იდეისთვის, რომლისაც ჩვენ გვჯერა. თავისუფალი, ძლიერი, აყვავებული და ევროპული უკრაინა ჩვენი მიზანია“, - აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-10 17:25:46 ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვითხოვთ, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს 2025-05-10 15:26:58 კიევში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს 2025-05-10 14:50:48 ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას 2025-05-10 13:54:45 ფრიდრიხ მერცი - გერმანია გააძლიერებს რუსეთის ომის მანქანაზე ზეწოლას 2025-05-10 12:52:22 ემანუელ მაკრონი - თუ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებების შექმნას გააგრძელებს, მაშინ ჩვენ ზეწოლას გავაძლიერებთ ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |