19:39 - 10 May, 2025
2025-05-10 14:50:48, 53 ნახვა

კორონავირუსი/
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ სრული და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა მოხდეს.

„დღეს „მსურველთა კოალიცია“ შეიკრიბა. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. ჩვენი მიზანი ნათელია: სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინისთვის, რასაც ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისა და სანქციების გამკაცრებისთვის მზად არის.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics