2023-02-17 23:02:08, 8496 ნახვა
კულტურა/ სან ფრანცისკოში US International Open Music Competition პიანისტმა სესილი სივსივაძემ I პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა
ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ავცრლებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლე, სესილი სივსივაძემ აშშ-ში სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო კონკურზე ლაურიატის წოდება მოიპოვა. "ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლე, სესილი სივსივაძემ ქ. სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო კონკურსის „US International Open Music Competition“ სამ სხვადასხვა კატეგორიაში (Young Prodigy, Solo Romantic, Solo Contemporary) მოიპოვა I პრემია და ლაურეატის წოდება!" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 2022 წელს სესილი სივსივაძემ ესპანეთის საერთაშორისო ფესტივალი World Art Games - პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა, ამავე წელს არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეორე საერთაშორისო კონკურსი - პირველი საპრიზო ადგილი; ამერიკის შეერთებული შტატების მუსიკის მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის მიერ გამართული საერთაშორისო ონლაინ ფესტივალი ოჰაიოს შტატში, ქალაქ ცინცინატში - ფესტივალის ლაურეატი; გასულ წელს სესილი სივსივაძემ ოთხ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება: ამასთან, 2021 წლის ივლისში პიანისტმა სესილი სივსივაძემ მალტის საერთაშორისო პიანისტთა ონლაინ კონკურსზე “VII Valetta International Piano Competition” მოიპოვა გრან პრი
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს 2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |