2025-04-07 11:36:09, 942 ნახვა
რეგიონი/ სულხან თამაზაშვილს დღეს ამტკიცებენ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებს არ უშვებენ
აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, მედიისთვის დახურულია. ჟურნალისტების ნაწილი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრიბა და საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ამასთან, სოლიდარობას უცხადებენ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“. „დაგვიკეტეს უმაღლესი საბჭოს კარები, ირჩევენ არალეგიტიმურ მთავრობის თავმჯდომარეს. ეს არის მესიჯი, რომ კიდევ უფრო ჩაიკეტება ჩაკეტილი სისტემა, პოლიციელს სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლია. ვერ ჩაიკეტებით. საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევა მოგიწევთ”,- აცხადებენ შეკრებილები. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-14 11:51:36 რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს 2025-05-14 09:26:11 პუტინი: რუსეთი ფრონტზე თითქმის ორჯერ მეტ ჯარისკაცს აგზავნის, ვიდრე უკრაინა 2025-05-13 20:51:13 კით კელოგი - უკრაინაში ძალების განლაგებაზე ბრიტანელებს, ფრანგებს, გერმანელებს ველაპარაკებით 2025-05-13 18:33:00 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან შეხვედრა შედგეს 2025-05-13 18:07:07 კაია კალასი - საქართველომ 2008-ში, უკრაინამ 2014-ში ისწავლა; ხელშეკრულება მშვიდობის გარანტია არ არის ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |