22:50 - 13 May, 2025
2025-05-13 18:33:00, 54 ნახვა

კორონავირუსი/
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან შეხვედრა შედგეს

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან შეხვედრა შედგეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს, თუ პუტინი ნამდვილად არის მზად არა მხოლოდ მედიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაში შეხვედრისთვის. მაშინ ლიდერების დონეზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდეთ.  სწორედ მასთან უნდა შევთანხმდე ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან მხოლოდ ის წყვეტს ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინს მასთან პირდაპირი მოლაპარაკებების ეშინია. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, 11 მარტს საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინამ სრულად დაუჭირა მხარი აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ, რადგან უკრაინა ომის დასრულებისკენ მიისწრაფვის.

ზელენსკის განცხადებით, უკვე 63 დღეა, რაც ეს შეთავაზება ძალაშია.

„მე არაერთხელ აღვნიშნე ეს პრეზიდენტ ტრამპთან. მიმაჩნია, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება, არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, არ სურს რამე მოლაპარაკებები. უკვე აღარაფერს ვამბობ, რომ მას ეშინია ჩემთან პირდაპირი მოლაპარაკებების“, – აღნიშნა ზელენსკიმ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics