00:04 - 14 May, 2025
2025-05-13 17:10:25, 47 ნახვა

კორონავირუსი/
კაია კალასი - რუსეთს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური ინტერესი არ გააჩნია

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, არ ფიქრობს, რომ რუსეთს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის რეალური ინტერესი გააჩნია. 

"არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ინტერესი მშვიდობაა. ისინი კვლავაც ბომბავენ უკრაინას. მშვიდობის ინტერესი რომ ჰქონოდათ, ახლავე შეწყვეტდნენ ამას". - თქვა კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე რეპორტიორებთან საუბრისას. 

"ცხადია, რომ რუსეთი თამაშს თამაშობს, ცდილობს, დრო მოიგოს". - აღნიშნა კალასმა. 

ცნობისთვის, 11 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სტამბოლში მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლება მოითხოვა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics