2025-05-14 11:51:36, 222 ნახვა
კორონავირუსი/ რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს
რუსებმა უკრაინას წუხელ „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ ტიპის 145 დრონით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის 80 დრონი ჩამოაგდეს. ამასთან, 42 დრონი-იმიტატორი ლოკალურად, უარყოფითი შედეგების გარეშე, დაიკარგა. თავდასხმის შედეგად დაზარალდა როვნოს, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, დონეცკისა და კიროვოგრადის ოლქები. უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონს არტილერიითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 2 მრავალსართულიანი შენობა, 7 მაღაზია, სპორტული კლუბი, საცურაო აუზი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. ამასთან, დღეს დილით, რუსების მიერ როვნოს ოლქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სუმის ოლქში რუსეთის დრონის თავდასხმის ქვეშ სატვირთო მანქანა მოჰყვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-15 10:55:18 უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შეუტიეს 2025-05-14 11:51:36 რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს 2025-05-14 09:26:11 პუტინი: რუსეთი ფრონტზე თითქმის ორჯერ მეტ ჯარისკაცს აგზავნის, ვიდრე უკრაინა 2025-05-13 20:51:13 კით კელოგი - უკრაინაში ძალების განლაგებაზე ბრიტანელებს, ფრანგებს, გერმანელებს ველაპარაკებით 2025-05-13 18:33:00 ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პუტინთან შეხვედრა შედგეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |