2025-04-24 14:57:47, 567 ნახვა
სამართალი/ პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული გადავიდა საავტომობილო გზიდან და შეეჯახა ორ პირს, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის 2025-05-02 11:18:08 რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია - დაზიანდა სამი რეგიონი 2025-05-02 09:48:01 რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს - დაშავდა 28 ადამიანი 2025-05-01 16:40:11 სირსკი - უკრაინულმა დრონებმა აპრილში 83 000-ზე მეტი რუსული ობიექტი გაანადგურეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |