2025-05-02 16:45:27, 137 ნახვა
კორონავირუსი/ ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის
უკრაინასა და აშშ-ს შორის გაფორმებული შეთანხმება მინერალების შესახებ არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას და არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესმდივანმა, პაოლა პინიომ განაცხადა. ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინის გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. „მივესალმებით გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ევროკავშირის კანონმდებლობას, რაც, ცხადია, საკვანძო მნიშვნელობისაა. ეს არის ის, რაც ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან განვიხილეთ. ჩვენ გვესმის, რომ ეს მათ ინტერესებშიც შედიოდა, დარწმუნებულიყვნენ, რომ შეთანხმება არ გახდება დაბრკოლება მომავალში ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა პაოლა პინიომ. უკრაინამ და აშშ-მა მინერალების შესახებ შეთანხმებას 30 აპრილს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს. შეთანხმების ტექნიკური ნაწილი ჯერ არ არის გაფორმებული და გამოქვეყნებული.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-03 10:38:26 პენტაგონმა უკრაინისთვის F-16-ებისთვის მიყიდვა დაამტკიცა 2025-05-03 10:31:20 რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს - დაშავდა 47 ადამიანი 2025-05-03 09:37:05 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული ბალისტიკის შექმნა მაქსიმალურად უნდა აჩქარდეს 2025-05-02 18:34:06 უკრაინის საგარეო მინისტრი - კიევი არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად 2025-05-02 16:45:27 ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() რეჟიმის ახალი ტერორი - ჩხრეკები დაშინების მიზნით
მთავარი თემა
![]() |