21:49 - 04 May, 2025
2025-05-04 10:51:55, 75 ნახვა

კორონავირუსი/
რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში ნგრევა და ხანძარი სამ რაიონში მოხდა: ობოლონსკის, სვიატოშინსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები, გზის საფარი, ავტომობილები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია, მაშველები კი თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას აგრძელებენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics