2025-05-04 13:07:34, 52 ნახვა
კორონავირუსი/ ვლადიმერ პუტინი - უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია
რუსეთსა და უკრაინას შორის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „მეჩვენება, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად იმ ტრაგედიისა, რომელსაც ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, - აღნიშნა პუტინმა. ამასთან, მისი თქმით, რუსეთს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ ჰქონია. „თქვენს მიერ ახლახან ნახსენები იარაღის (ბირთვული იარაღის) გამოყენების საჭიროება არ იყო და იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება არც იქნება“, - აღნიშნა პუტინმა. მისი მტკიცებით, მოსკოვს საკმარისი ძალები და რესურსები აქვს იმისთვის, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სასურველი შედეგით ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს. „ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალა და რესურსები, რათა ის, რაც 2022 წელს დაიწყო, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ იმ შედეგით, რომელიც რუსეთს სჭირდება“, - აღნიშნა პუტინმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-04 15:38:56 კირილ ბუდანოვი - უკრაინელებმა რუსების ორი „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს 2025-05-04 13:25:32 ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს 2025-05-04 13:07:34 ვლადიმერ პუტინი - უკრაინასთან შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია 2025-05-04 10:51:55 რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს - არიან დაშავებულები 2025-05-04 09:57:50 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს ცეცხლის შეწყვეტისკენ ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |