2025-05-09 19:52:12, 59 ნახვა
კორონავირუსი/ კიევი 10 მაისს ე.წ. მსურველთა კოალიციის ლიდერთა შეხვედრას უმასპინძლებს
უკრაინა ხვალ ე.წ. მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრას უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ გვჭირდება ეს კოალიცია და ის საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რათა ჩვენი საერთო ხედვის შესაბამისად უზრუნველყოს უსაფრთხოება“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინა მოკავშირეებისგან უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს ითხოვს, რათა დაიცვას ქვეყანა რუსეთის ნებისმიერი სამომავლო სამხედრო აგრესიისგან. კოალიცია შესაძლო გარანტიების ფარგლებში უკრაინაში შეზღუდული უცხოური კონტინგენტის განლაგების შესაძლებლობას განიხილავს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-09 19:52:12 კიევი 10 მაისს ე.წ. მსურველთა კოალიციის ლიდერთა შეხვედრას უმასპინძლებს 2025-05-09 16:29:41 ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის 1.9 მილიარდამდე ევრო გამოუყო 2025-05-09 16:03:06 ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვუწოდებ ევროპას და დემოკრატ მეგობრებს, მხარი დაუჭირონ ტრიბუნალის შექმნას 2025-05-08 19:37:11 კაია კალასი - ხვალ უკრაინაში მივდივართ და ვაპირებთ გადავცეთ ერთი მილიარდი ევრო თავდაცვითი ინდუსტრიისთვის 2025-05-08 18:51:02 რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - მკაცრად ვიცავთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |