2025-05-11 12:28:03, 92 ნახვა
კორონავირუსი/ ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხვალიდან
ცეცხლის შეწყვეტა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დაწყების პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს. „კარგი ნიშანია, რომ რუსებმა საბოლოოდ დაიწყეს ომის დასრულებაზე ფიქრი. მსოფლიოში ყველა დიდი ხანია ამას ელოდა. ნებისმიერი ომის რეალური დასრულების პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა“, - აცხადებს ზელენსკი. ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის 12 მაისიდან შეწყვეტა. „მკვლელობების ერთი დღით გაგრძელებასაც კი აზრი არ აქვს. ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტას - სრულ, ხანგრძლივ და საიმედოს - ხვალიდან, 12 მაისიდან და უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის“, - აცხადებს ზელენსკი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-11 13:00:04 რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა 2025-05-11 12:28:03 ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით, რომ რუსეთი დაადასტურებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხვალიდან 2025-05-11 10:19:28 ვლადიმერ პუტინი უკრაინას 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს 2025-05-11 10:15:01 ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 12 მაისიდან ცეცხლი მინიმუმ 30 დღით უნდა შეწყდეს 2025-05-10 17:25:46 ვოლოდიმირ ზელენსკი - მოვითხოვთ, რომ რუსეთი 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |