2025-05-15 18:55:07, 75 ნახვა
კორონავირუსი/ ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებზე დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით აგზავნის
უკრაინა სტამბოლში რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაციას გააგზავნის. ამის შესახებ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სტამბოლში რუსული დელეგაციის შემადგენლობა მოლაპარაკებებისადმი მოსკოვის “არასერიოზულ დამოკიდებულებაზე” მეტყველებს, ვინაიდან, მასში არავინ არაა, ვინც რუსეთში რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს. “ამის მიუხედავად, რუსული დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის მიუხედავად, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპის, თურქეთის დელეგაციის მაღალი დონის და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე - და მაინც, დეესკალაციის, ცეცხლის შეწყვეტის მხრივ თუნდაც პირველის ნაბიჯების მიღწევის სურვილით - გადავწყვიტე სტამბოლში ჩვენი დელეგაცია გავგზავნო”, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკრაინელი მაღალჩინოსნების ნაწილი გაემგზავრება, რომელთაც თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, თუმცა შეხვედრაზე არ იქნებიან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეთაური და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი. “დღის წესრიგს რაც შეეხება, ნომერ პირველი მანდატი მათ ექნებათ - ცეცხლის შეწყვეტა. ისინი გაფრინდებიან”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ეჭვი ეპარება მოლაპარაკებების შედეგებში, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ რუსები "თუნდაც რამის დემონსტრირებას მოახდენენ".
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-16 00:08:19 სტამბოლში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები 16 მაისისთვის გადაიდო. 2025-05-15 19:11:31 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთად, ეს ჩვენი მიწაა 2025-05-15 18:55:07 ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებზე დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით აგზავნის 2025-05-15 10:55:18 უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას სხვადასხვა ტიპის 110 დრონით შეუტიეს 2025-05-14 11:51:36 რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტით და „შაჰედის“ 145 დრონით შეუტიეს ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |