2025-05-20 21:48:51, 4669 ნახვა
სამხედრო/ აშშ-მ ახალი ატომური ბომბის შექმნის შესახებ განაცხადა
შეერთებულმა შტატებმა დაასრულა უახლესი B61-13 გრავიტაციული ბირთვული ბომბის პირველი პროტოტიპის წარმოება, რომლის სიმძლავრე 360 კილოტონამდეა. ეს გრაფიკზე ერთი წლით ადრე მოხდა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა. მისი თქმით, B61-13 შეიქმნა მისი გამოცხადებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში და ცივი ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად შემუშავებული და დანერგილი იარაღი გახდა. რაიტმა აღნიშნა, რომ ეს აჩვენებს შეერთებული შტატების უნარს, სწრაფად უპასუხოს მზარდ გამოწვევებს გლობალური უსაფრთხოების სფეროში „ახალ არასტაბილურ ეპოქაში“. „აშშ-ის ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობა ძლიერების გზით“ მიდგომის მისაღწევად... ეს მიღწევა ამერიკის სიძლიერეს აჩვენებს როგორც ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის, ასევე მოკავშირეებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. B61-13 B61 ბირთვული იარაღის ოჯახის უახლესი მოდიფიკაციაა. მას B61-12-ის მსგავსად აქვს გაუმჯობესებული უსაფრთხოების, მრავალშრიანი დაცვისა და ზუსტი მართვის მახასიათებლები, თუმცა მას შეუძლია გაანადგუროს უფრო რთული და დიდი სამხედრო სამიზნეები, მათ შორის მიწისქვეშა ბუნკერები და სამეთაურო პუნქტები. ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) განცხადებით, ბომბები კონტინენტურ შეერთებულ შტატებში არსებულ ბაზებზე განთავსდება. ისინი გამოყენებული იქნება B-2 Spirit-ის და უახლესი B-21 Raider-ის სტელს-სტრატეგიული ბომბდამშენების აღჭურვისთვის. B61-13-ის შექმნა 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა, სამუშაოების დასრულება კი 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა. მოდიფიკაცია ტენესის შტატის ქალაქ ოუკ რიჯში, Y-12 ეროვნული უსაფრთხოების ცენტრში განხორციელდა, ხოლო საბოლოო აწყობა ტეხასის შტატის ქალაქ ამარილოში, Pantex Plant-ის ბირთვული იარაღის ობიექტში განხორციელდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს 2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |