02:46 - 24 May, 2025
2025-05-23 19:07:17, 85 ნახვა

კორონავირუსი/
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს, რომელთა შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები არიან

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 390-390 ტყვე გადასცეს. კერძოდ, ორივე მხარემ 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი დააბრუნა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე.

როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.

მანამდე, სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდა. როგორც მედია იუწყება, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომავალ დღეებში სამხედრო ტყვეებს კიდევ გაცვლიან.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტყვეთა მორიგი გაცვლა სავარაუდოდ შაბათ-კვირას გაგრძელდება.

„ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლში. დღეს – 390 ადამიანი. ვვარაუდობთ, რომ შაბათს და კვირას გაცვლა გაგრძელდება. ჩვენ ვამოწმებთ ყოველ გვარს, ყოველ დეტალს თითოეული პიროვნების შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics