2025-05-28 13:46:15, 3318 ნახვა
სხვადასხვა/ როდის უნდა გამოვიყენოთ წელის ორთოპედიული ქამრები
წელის მალებს მთელი სხეულის მასის მაქსიმალური დატვირთვის გაძლება უწევთ და შესაბამისად, მასზე არსებული პრობლემები სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება მოსახლეობის 84%-ს შეეხოს. წელის ტკივილის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია: ● ხანგრძლივად მუშაობა კომპიუტერთან ან ავტომობილის მართვა; ● მძიმე ფიზიკურ დატვირთვასა და სტრესთან დაკავშირებული სამუშაო; ● ჭარბი წონა; ● კონკრეტული დაავადება; ● ინფექცია; ● ართრიტი; ● ოსტეოქონდროზი და სხვ. ამ პრობლემების დროს პაციენტები წელის ორთოპედიულ ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის მრავალი დაავადების დროს ექიმის რეკომენდაციით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: ● ზურგის კორსეტი - ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშაც არის შესაძლებელი. კორსეტი ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და გამოიყენება ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ● წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და გააჩნია პლასტმასის ჩანართები ზურგის არეში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელსა და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. ● თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი - დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულ-მკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას. ამ პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები. წელის ორთოპედიული ქამრების შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. თუმცა, თუ თქვენთვის სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმში უფრო მისაღებია, მაშინ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ. „ახალი ხედვის“ მაღაზიებში შეძენილ პროდუქტს კი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მიიღებთ. პროდუქტის სწორად შერჩევაში კომპეტენტური კონსულტანტები - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ კომუნიკაციისა ან სატელეფონო ზარის მეშვეობითაც დაგეხმარებიან.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს 2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |