2025-05-30 09:30:12, 172 ნახვა
კორონავირუსი/ რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან
რუსებმა ღამით უკრაინის ხარკოვის ოლქს და ქალაქ ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაშავდა 9 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსული დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა ქალაქის სლობოდსკოის რაიონში მდებარე ერთ-ერთი მუნიციპალური საწარმოს ტერიტორიაზე. „მიმდინარეობს ზარალის მონაცემების დაზუსტება. დარტყმის ადგილზე ხანძარია“, - დაწერა მერმა სოციალურ ქსელში. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქსა და ქალაქ ხარკოვზე თავდასხმების შედეგად, სულ 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მოზარდი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-31 11:06:36 რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია 2025-05-30 21:44:27 უკრაინული მედია - რუსეთში ორი აფეთქება ГУР-ის სპეცოპერაციის შედეგად მოხდა 2025-05-30 11:00:20 ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანიასთან „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების შესახებ დიალოგი გრძელდება 2025-05-30 09:30:12 რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან 2025-05-29 21:05:58 უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის მხრიდან მემორანდუმის წარდგენის შიში მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ის სავსეა არარეალისტური ულტიმატუმებით ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
დღის თემა
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |