18:19 - 31 May, 2025
2025-05-30 11:00:20, 179 ნახვა

კორონავირუსი/
ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანიასთან „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების შესახებ დიალოგი გრძელდება

გერმანიასთან „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების შესახებ დიალოგი გრძელდება, მაგრამ არა საჯაროდ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. არსებობს გარკვეული თემები, რომლებზეც მე და გერმანიის კანცლერი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ განვიხილავდით. მას დავპირდი და პირობას ვიცავ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემას არ გამორიცხავს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics