2025-05-30 10:47:17, 164 ნახვა
პოლიტიკა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოშია
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოშია - ამის შესახებ ინფორმაციას შტატების საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, სენატორი მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სტივ დეინსი გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები. ,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს! სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. ის ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ'' - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-05-31 11:06:36 რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია 2025-05-30 21:44:27 უკრაინული მედია - რუსეთში ორი აფეთქება ГУР-ის სპეცოპერაციის შედეგად მოხდა 2025-05-30 11:00:20 ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანიასთან „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების შესახებ დიალოგი გრძელდება 2025-05-30 09:30:12 რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან 2025-05-29 21:05:58 უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის მხრიდან მემორანდუმის წარდგენის შიში მეტყველებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ის სავსეა არარეალისტური ულტიმატუმებით ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა
დღის თემა
ოცნების რეჟიმი თავისუფალი პრესის წინააღმდეგ: ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა
მთავარი თემა
![]() |