17:49 - 24 Jun, 2025
2025-06-19 13:01:27, 310 ნახვა

ეკონომიკა/
საქართველოში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა - ბრენდი პირველ ეტაპზე 30 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს

Lamborghini ქართულ ბაზარზე ფართო სამოდელო რიგით იქნება წარმოდგენილი. შოურუმის ოფიციალურ გახსნამდე პრესკონფერენცია გაიმართა. Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან ვინკელმანი ქართულ მედიას შეხვდა. ის აცხადებს, რომ თავდაპირველი მიზანი 30 ერთეულის გაყიდვაა, რაც რეალისტურ შეფასებებს ემყარება და ამავე დროს ამბიციურ პოზიციონირებაზე მიუთითებს. იტალიური სუპერქარის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგია“.

„ვპირდებით მომხმარებელს, რომ გადავაჭარბებთ მათ მოლოდინებს და განსაკუთრებულ გამოცდილებას შევთავაზებთ. ჩვენი სამომავლო ხედვები არ ემყარება მხოლოდ გაყიდვების ზრდას, ჩვენ ორიენტირებული ვართ ინოვაციური, ტექნოლოგიურად დახვეწილი პროდუქტების განვითარებასა და დანერგვაზე . კომპანიამ უკვე განაახლა სამოდელო რიგი და ყველა ავტომობილი ახლა ჰიბრიდული სისტემით არის აღჭურვილი. ათწლეულის ბოლომდე კი Lamborghini აპირებს  GT 2000-ის სრულიად ახალი, მეოთხე მოდელის გამოშვებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ბრენდის პოზიციას პრემიუმ სეგმენტში და მომხმარებლებისათვის არჩევანს კიდევ უფრო გააფართოებს, მათ შორის საქართველოშიც“, - ამბობს Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტი.

Lamborghini ბაზრის ეტაპობრივ ზრდას თავის პარტნიორთან, „თეგეტასთან“, ერთად გეგმავს. ჰოლდინგი მსოფლიო ბრენდის ერთადერთი და ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics