00:48 - 25 Jun, 2025
2025-06-24 14:50:06, 98 ნახვა

კორონავირუსი/
რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა

რუსეთმა დღეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და „უკრზალიზნიცის“ მატარებელი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მტრის თავდასხმის გამო დნეპრში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, საერთო საცხოვრებელი, სპორტული დარბაზი, ადმინისტრაციული შენობა. დაზიანდა მატარებელი“, - აღნიშნა ლისაკმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დნეპრში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა სკოლები და საბავშვო ბაღები.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics