13:50 - 24 Jun, 2025
2025-06-20 16:43:00, 977 ნახვა

კორონავირუსი/
უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა

უკრაინამ სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის ტყვეობაში მყოფი მძიმედ დაშავებული და მძიმე დაავადებების მქონე მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უმეტესობამ რუსეთის ტყვეობაში ორ წელზე მეტი გაატარა.

„ესენი არიან მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქის დამცველები, შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინისთვის გადაცემულ ტყვეებს შორის ყველაზე ხანდაზმული 60 წლისაა. გათავისუფლებულ მებრძოლებს მძიმე სამედიცინო დიაგნოზები აქვთ, მათ შორის, ეპილეფსია, ჰიპერტონია, იშემიური დაავადებები, მხედველობის პრობლემები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების დარღვევები.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics