2025-06-20 10:08:05, 822 ნახვა
კორონავირუსი/ რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი
რუსებმა უკრაინის ქალაქ ოდესას დრონებით შეუტიეს, რომლის დროსაც 10 დარტყმა განხორციელდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი. მაშველების განცხადებით, ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული. საგანგებო სიტუაციების სამსახური ცნობით, დაზიანდა 23-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, სადაც ხანძარმა მე-18, მე-19 და მე-20 სართულები მოიცვა. მრავალსართულიანი შენობიდან 600 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა ასევე გაანადგურა 5 საცხოვრებელი შენობა და 3 ავტომობილი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-24 10:13:50 რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი 2025-06-23 17:52:22 უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა 2025-06-21 12:53:36 რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია 2025-06-20 16:43:00 უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა 2025-06-20 10:08:05 რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |