2025-06-21 12:53:36, 862 ნახვა
კორონავირუსი/ რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია
რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 272 დრონი, ორი Kh-47M2 „კინჟალის“ ტიპის რაკეტა, ოთხი „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ორი „ისკანდერ-K“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 140 რუსული დრონი, სამი „ისკანდერ-K“-ს ტიპის რაკეტა, ერთი „კინჟალისა“ და ერთი „კალიბრის“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. საჰაერო ძალების ინფორმაციით, 112 დრონი და თითო „ისკანდერ-K“-ს, „კალიბრისა“ და „კინჟალის“ ტიპის რაკეტა ლოკაციურად დაიკარგა. რუსების თავდასხმის ძირითადი სამიზნე ქალაქი კრემენჩუკი იყო.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-24 10:13:50 რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი 2025-06-23 17:52:22 უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა 2025-06-21 12:53:36 რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია 2025-06-20 16:43:00 უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა 2025-06-20 10:08:05 რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |