2025-06-19 16:37:31, 710 ნახვა
კორონავირუსი/ ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობიდან სახლში ბრუნდება. მათი უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა. ისინი უკრაინის დამცველები არიან, რომლებიც დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებში იბრძოდნენ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტყვეობიდან დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები. „ჩვენი ხალხის დასაბრუნებლად მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანი თითოეული მათგანის გათავისუფლებაა“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-24 10:13:50 რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი 2025-06-23 17:52:22 უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა 2025-06-21 12:53:36 რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია 2025-06-20 16:43:00 უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა 2025-06-20 10:08:05 რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |