2025-06-20 12:07:09, 407 ნახვა
ეკონომიკა/ Visa თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია
თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრედ იმართება. წელს ბიზნესების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეწარმეებს თვითგამოხატვისა და პროფესიული განვითარების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდათ. 443-მა უკვე დაიჯერა, რომ წარმატება გზაშია. ბიზნესდაჯილდოების მხარდამჭერებს შორის წელსაც ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია Visa – გლობალური ბრენდი, რომლისთვისაც ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და მდგრადი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ჩვენთვის მსგავსი ინიციატივები ბევრად მეტია, ვიდრე პარტნიორობა – ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ რეალური ცვლილება ადგილობრივ ბიზნესგარემოში,“ – ამბობს დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში. დიანა ხაზს უსვამს იმ გამოცდილებას, რაც ოთხწლიან ერთგულ პარტნიორობას დაუგროვდა. კომპანიისთვის ეს ბუნებრივი გაგრძელებაა იმ სტრატეგიული მიზნისა, რაც მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას, ფინანსურ ჩართულობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის გაძლიერებას. Visa წელს „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის“ ნომინაციის მხარდამჭერია. დიანა კიღურაძე თავად არის ჟიურის წევრი და როგორც ამბობს, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე იმ სტარტაპებმა მოახდინა, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციაზე დაფუძნებული არიან და მიზნად ისახავენ ბაზრის რეალურ ცვლილებას. 2025 წლის ბიზნესდაჯილდოება კიდევ ერთი დასტურია, რომ წარმატება იმ გზაზე იბადება, რომელსაც მეწარმეები ყოველდღიურად გადიან. Visa-ს მსგავს გლობალურ ბრენდებს კი თავიანთი მხარდაჭერით შეუძლიათ ეს გზა უფრო ხილვადი გახადონ.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-24 14:50:06 რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა 2025-06-24 10:13:50 რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი 2025-06-23 17:52:22 უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა 2025-06-21 12:53:36 რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია 2025-06-20 16:43:00 უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |