2025-06-24 11:18:21, 32 ნახვა
ეკონომიკა/ საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის პარტნიორობით, ელექტრონულ კომერციაზე ბიზნეს სესია გაიმართა
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებასა და მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, აზროვნების აკადემიასთან პარტნიორობით, აზროვნების აკადემიაში გაიმართა სესია თემაზე — „ბიზნესის გაციფრულება და ელ-კომერცია“, რომელსაც გიორგი ბერეჩიკიძე, Veli.Store-ის ციფრული მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი გაუძღვა. ლექცია განკუთვნილი იყო დამწყები და მოქმედი მეწარმეებისთვის, მენეჯერებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაზე ფიქრობენ ან მას სტრატეგიული მნიშვნელობა უკვე მიანიჭეს. შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული რჩევები იმაზე, თუ როგორ უნდა მოერგონ ციფრულ სივრცეს, გამოიყენონ შესაბამისი ინსტრუმენტები და გაზარდონ ონლაინ გაყიდვები. ლექციაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკვანძო თემებზე:
ბიზნეს სესია საქართველოს ბანკისა და აზროვნების აკადემიის ლექციების ციკლის — „სანამ ბიზნესის რეგისტრაციას გადაწყვეტთ“ ნაწილია. ლექციების ციკლი სპეციალურად დამწყები მეწარმეებისთვის შეიქმნა. სერიების მიზანია მონაწილეებმა ბიზნესის დაწყების პროცესსა და მართვაზე სიღრმისეული, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სესიები საქართველოს ბანკის პლატფორმის — ბიზნეს 360°-ის ფარგლებში ხორციელდება. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო აქტივობებს, პროგრამებს, კვლევებს, შეთავაზებებსა და ღონისძიებებს.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-24 14:50:06 რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა 2025-06-24 10:13:50 რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი 2025-06-23 17:52:22 უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა 2025-06-21 12:53:36 რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია 2025-06-20 16:43:00 უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |