2025-06-24 11:52:10, 32 ნახვა
ეკონომიკა/ თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს
მოსწავლე გოგონებს ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, თიბისიმ მათთვის შექმნა საზაფხულო სკოლა, სადაც ისინი სრულიად უფასოდ შეძლებენ შეისწავლონ ტექნოლოგიები და დაეუფლონ თავიანთ მომავალ პროფესიას. წარმატებული და ძალიან მოთხოვნადი თიბისი ტექსკოლის ფარგლებში, ბრენდი მოსწავლე გოგონებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს - ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგან. ამ მიზნით თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები გოგონებისთვის ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით. საზაფხულო სკოლის Crash კურსებში მონაწილეობის მიღება ყველა 9-12 კლასის მოსწავლე გოგონას სრულიად უფასოდ შეუძლია.
კურსებზე დარეგისტრირება შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ყველა მოსწავლე გოგონებს, სწავლა სრულიად უფასოა და ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. რეგისტრაცია 24 ივნისს დაიწყო და 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა დარეგისტრირდი და დაიწყე სასურველი მომავალი პროფესიის შესწავლა. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს!
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-06-24 14:50:06 რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა 2025-06-24 10:13:50 რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი 2025-06-23 17:52:22 უკრაინის უშიშროების სამსახურმა ზელენსკის ორი მკვლელობის მცდელობა აღკვეთა 2025-06-21 12:53:36 რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია 2025-06-20 16:43:00 უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
![]() |