2025-06-29 13:43:51, 2544 ნახვა
სპორტი/ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი - კვარაცხელია მესის წინააღმდეგ
ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პლეი ოფის ეტაპი დაიწყო და პირველი მატჩები უკვე გაიმართა. ქართველი გულშემატკივარი კი განსაკუთრებით დღევანდელ შეხვედრას ელის – ატლანტის „მერსედეს-ბენც სთედიუმზე“ (ტევადობა – 42 500 მაყურებელი) ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველი არხი ეთერში 20:00 საათიდან დაიწყება.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხა. შემდეგ ბრაზილიურ „ბოტაფოგოსთან“ 0:1 წააგო, მაგრამ ბოლო ტურში ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“ 2:0 სძლია და 1/8-ფინალში პირველი ადგილით გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ „ატლეტიკოსთან“ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო „სიეტლ საუნდერსს“ გოლი გაუტანა და ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემიონატზე გოლი მიითვალა.
ლიონელ მესის გუნდი ბევრად იოლ ჯგუფში მოხვდა, ვიდრე პსჟ და ამ შანსით ისარგებლა. „ინტერ მაიამი“ პირველ შეხვედრაში ეგვიპტურ „ალ აჰლის“ დაუზავდა (0:0), შემდეგ ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი „პორტუ“ 2:1 დაამარცხა, ბოლო ტურში კი ბრაზილიურ „პალმეირასთანაც“ ქულა მოიპოვა (2:2), ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა. მესიმ „პორტუსთან“ საჯარიმო დარტყმით შესანიშნავი გოლი (კარიერაში 68-ე ჯარიმა) გაიტანა, დღეს კი პსჟ-ს დაუპირისპირდება, სადაც 2021-2023 წლებში თამაშობდა და როგორც თავად ამბობს, ფეხბურთისგან სიამოვნებას ვერ იღებდა, ბედნიერი არ იყო. „პსჟ-ში ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვერ ვიღებიდი და ბედნიერი არ ვიყავი. ვარჯიშებითა და თამაშით კმაყოფილი ერთი დღეც არ ვყოფილვარ, რადგან ადაპტაცია გამიჭირდა. თავიდან პარიზში ძალიან თბილად მიმიღეს, მაგრამ მერე ჩემ მიმართ პარიზული პუბლიკის ნაწილის დამოკიდებულება შეიცვალა. გულშემატკივრების უმეტესობასთან ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა“, – იხსენებდა „ინტერ მაიამის“ არგენტინელი ვარსკვლავი.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს 2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |