17:07 - 03 Aug, 2025
2025-07-04 12:52:15, 2586 ნახვა

სამხედრო/
იტალია და საქართველო შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლებას ატარებენ

საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო შეხვდა იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და CBRN მე-7 პოლკი Cremona-ს ერთობლივ დელეგაციას, რომელიც ჩართულია საქართველოსა და იტალიის შეიარაღებული ძალების თანამშრომლობაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) უსაფრთხოების მიმართულებით.

ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული სამდღიანი სწავლება, რომელიც  თბილისში გაიმართა, მიზნად ისახავდა იმ საკითხების ურთიერთგაზიარებას, რომლებიც მხარეებისთვის საერთო ინტერესს წარმოადგენს, და ასევე, საქართველოს თავდაცვის ოპერატიული და სასწავლო ინფრასტრუქტურების დათვალიერებას. სწავლების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის ოპერატიული იმპლემენტაციისთვის. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics