17:14 - 03 Aug, 2025
2025-07-10 16:59:38, 2703 ნახვა

სპორტი/
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის B დივიზიონისთვის ემზადება - კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები FIBA U20 EuroBasket 2025-ის B დივიზიონში მიიღებს  მონაწილეობას. თამაში 11-20 ივლისს, ერევანში (სომხეთი)  გაიმართება.  საქართველოს ნაკრები ჯგუფში ავსტრიის, შვეიცარიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, დანიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ტურნირის მთავარი მიზანი პირველი სამი ადგილის დაკავება და A დივიზიონში გადასვლაა. სწორედ ამ შედეგით დასტურდება მომავალი თაობის პროგრესი და ეროვნული კალათბურთის მაღალი სტანდარტები.

მოსამზადებელი ეტაპი გუნდისთვის განსაკუთრებით ინტენსიური და მრავალფეროვანი იყო. უკვე თვეზე მეტია, ნაკრები აქტიურად ემზადებასამზადისი გაიმართა მათ შორის ლატვიაში გამართულ შეკრებაზეც, სადაც კალათბურთელები ყოველდღიურ ტაქტიკურ და ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად სხვადასხვა ამხანაგურ შეხვედრებში  ევროპული ნაკრებების წინააღმდეგ მონაწილეობდნენ. ამ მატჩებმა გუნდს მისცა გამოცდილება და ტურნირისთვის აუცილებელი სათამაშო რიტმი.

ნაკრების შემადგენლობა ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული – გუნდი, რომელიც მზად არის იბრძოლოს თითოეული თამაშისთვის და ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე.

FIBA U20 EuroBasket B დივიზიონი არის უმნიშვნელოვანესი ასპარეზი ახალგაზრდა ტალანტებისთვის და საქართველოსთვის – შანსი, დაამტკიცოს საკუთარი  ადგილი ევროპის კალათბურთის ელიტაში.

ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ზე. კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics