2025-07-21 10:46:36, 1719 ნახვა
მსოფლიო/ ლინდსი გრემი - პუტინო, შენი დრო მოდის!
პუტინო, შენი დრო მოდის, ტრამპი დაუწესებს ტარიფებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ: ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას, – ამის შესახებ აშშ-ის სენატორმა, ლინდსი გრემმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. გრემის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 100%-იან ტარიფს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც პუტინს ეხმარებიან. „პუტინს ყოფილი საბჭოთა კავშირის, რუსეთის იმპერიის ხელახლა შექმნა სურს. მას სურს ისეთი ქვეყნების დაპყრობა, რომლებიც მისი არ არის. პუტინი არ გაჩერდება იქამდე, ვიდრე მას არ აიძულებენ, რომ გაჩერდეს. პუტინო, შენი დრო მოდის. დონალდ ტრამპი ამერიკული პოლიტიკისა და საგარეო დიპლომატიის სკოტი შეფლერია და მალე სერიოზულ დარტყმას მოგაყენებს. ტრამპი დაუწესებს ტარიფებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ: ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას. ამ სამმა ქვეყანამ შეიძინა რუსული იაფი ნავთობის დაახლოებით 80%, რაც რუსულ სამხედრო მანქანას ამუშავებს. ამიტომ პრეზიდენტი ტრამპი დაუწესებს 100%-იან ტარიფს ყველა ამ ქვეყანას, რათა დასაჯოს ისინი პუტინის დახმარებისთვის. პუტინი გადაიტანს ამ სანქციებს, მას არ ადარდებს რუსი ჯარისკაცები, მაგრამ ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია ახლა არჩევანის წინაშე დგანან, აირჩიონ ამერიკის ეკონომიკა თუ პუტინის დახმარება. ახლა მათ ამერიკის ეკონომიკის არჩევა მოუწევთ“, – განაცხადა გრემმა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს 2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |