2025-07-28 17:50:55, 1099 ნახვა
მსოფლიო/ თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
![]() თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბურსაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბურსას შემოგარენში 3 500-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მეტეოროლოგიის მთავარი სამმართველოს მიხედვით, თურქეთის შირნაქის პროვინციაში 25 ივლისს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 50.5°C იყო. სააგენტოს ცნობით, ივლისის თვისთვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა ქვეყნის 132 სხვა ლოკაციაზეც აღრიცხეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა 26 ივლისს განაცხადა, რომ პროკურორებმა 26 ივნისიდან მოყოლებული ქვეყნის 33 პროვინციაში ხანძრებთან დაკავშირებით გამოძიებები დაიწყეს. მან დაამატა, რომ სამართლებრივი პროცედურა 97 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ დაიწყო.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-08-03 12:48:15 უკრაინულმა დრონებმა სოჭში „როსნეფტის“ ნავთობბაზას შეუტიეს 2025-08-01 16:24:39 კიევის დაბომბვის შემდეგ, რის გამოც 31 ადამიანი დაიღუპა ევროკავშირი უკრაინის საჰაერო თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს 2025-08-01 12:21:08 აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა 2025-08-01 09:34:21 კიევზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა 2025-07-31 09:53:32 რუსეთმა კიევზე ერთობლივი შეტევა წამოიწყო, ექვსი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
HRW საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლიდან რეპრესიებსა და თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებს.
დღის თემა
![]() |