2025-07-30 17:42:29, 1063 ნახვა
პოლიტიკა
კახა კლადაძე - ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი
კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატია. შესაბამისი ინფორმაცია პარტიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
არსებული ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატის ოფიციალური წარდგენა ხვალ, 31 ივლისს გაიმართება.
კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში მესამედ იყრის კენჭს.
საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ გამოაცხადა მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,