17:21 - 03 Aug, 2025
2025-08-01 14:10:46, 938 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს

დიპლომატი დიპლომატს აღარ ჰგავს - პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა.

გორდულაძე იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელს ბოდიში აქვს მოსახდელი.

„მაშინ, როდესაც დიპლომატი ჰერჩინსკი წინასაარჩევნო პერიოდში გამოდის და საზოგადოებას მიმართავს, რომ თუ თქვენ ევროპული არჩევანი გინდათ, „ქართულ ოცნებას“ მხარი არ დაუჭიროთ, ვინმემ ახსნას, ეს რა დიპლომატიურ ჩარჩოში ჯდება. როდესაც ვამბობთ, რომ პაველ ჰერჩინსკის ბოდიში აქვს მოსახდელი, მათ შორის მან ბოდიში ასეთი განცხადებების გამო უნდა მოიხადოს, რადგან ესეც აგრესიული მოვლენების წამახალისებელი იყო.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანები ქვეყანაში სიძულვილსა და შუღლს აღვივებენ და ელჩს ამაზე განმარტებების გაკეთება არ უნდა.

როდესაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებებს რეზოლუციების სახით, რომელიც აბსოლუტური ტყუილებით არის სავსე და პაველ ჰერჩინსკი განცხადებას არ აკეთებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს“, - განაცხადა გორდულაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics