22:02 - 01 Feb, 2025
2022-02-25 16:08:12, 4332 ნახვა

ციტატცები/
თურქეთის პრეზიდენტი - ნატო-მ უკრაინასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისულ სიტუაციაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ნატო, მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პროდასავლური შეხედულებების მქონე ქვეყნებს უკრაინის მიმართ სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია არ გამოუჩენიათ.

„სამწუხაროდ, ევროკავშირს და ყველა სხვა ქვეყანას,  ვისაც აქვს პროდასავლური შეხედულებები, ჯერ არ გამოუჩენია სერიოზული და გადამწყვეტი პოზიცია უკრაინის მიმართ. ნატო-ს ბლოკმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით და არ უნდა შემოიფარგლოს განცხადებებით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics