21:50 - 01 Feb, 2025
2025-02-01 12:05:28, 225 ნახვა

კორონავირუსი/
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GUR) ოფიციალური ინფორმაციით, მის სტრუქტურაში არ არსებობს დანაყოფი, სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“.

 

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოფიციალურად აცხადებს, რომ მის სტრუქტურაში ასეთი დანაყოფი არ ფუნქციონირებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

დაზვერვის უწყება ამ განცხადებით სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბრალდებებს პასუხობს. ფიცომ „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები სლოვაკეთში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. ამასთან, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სლოვაკეთში აქციების ორგანიზების უკან, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, „ქართული ეროვნული ლეგიონი“ დგას. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია“, – განაცხადა ფიცომ.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, მამუკა მამულაშვილი მათთან კავშირში არ იმყოფება.

„აღნიშნულმა პირმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს საერთაშორისო ლეგიონთან კონტრაქტი 2023 წლის აპრილში შეწყვიტა და აღარ გაუხანგრძლივებია“, – აღნიშნულია GUR-ის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics