22:04 - 01 Feb, 2025
2025-02-01 11:16:21, 87 ნახვა

კორონავირუსი/
რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ოდესის ისტორიულ ცენტრში 7 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, რუსეთის თავდასხმამ, რომელიც „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა, “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანილ ქალაქ ოდესის ცენტრში სასტუმრო „ბრისტოლი“ და საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის თავდასხმას წინასწარგანზრახულ უწოდებს და აღნიშნავს, რომ სარაკეტო დარტყმის ეპიცენტრში ნორვეგიელი დიპლომატები იმყოფებოდნენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics