2025-01-31 19:01:40, 701 ნახვა
კორონავირუსი/ ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს
The New York Times უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს. მიზეზი მძიმე დანაკარგები გახდა. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები ფრონტზე დაახლოებით ორი კვირაა არ შეუმჩნევიათ. უკრაინელი ჩინოვნიკის თქმით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგების ზრდა გამოწვეული იყო მათ რიგებში დეზორგანიზაციით და რუსულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციის ნაკლებობით. The New York Times-ის კიდევ ერთი წყარო, ამერიკელი ოფიციალური პირები კი თვლიან, რომ გადაწყვეტილება ჩრდილო კორეელების ფრონტის ხაზიდან გაყვანაზე დროებითი შეიძლება იყოს და დამატებითი მომზადების გავლის შემდეგ, ისინი შესაძლოა, ისევ დააბრუნონ ომში. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|