21:48 - 01 Feb, 2025
2025-01-31 17:51:28, 1790 ნახვა

მსოფლიო/
მამუკა მამულაშვილი ფიცოს განცხადებაზე - ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა

ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა, აქ ჩანს რუსული სპეცსამსახურების ხელწერა -  ამის შესახებ "ექსპრესნიუსთან" ,,ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომელსაც სლოვაკეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

მამულაშვილის განცხადებით, ''ქართული ლეგიონი'' არის დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, არა მხოლოდ უკრაინაში და საქართველოში, არამედ მთელს ევროპაში და შეერთებულ შტატებში.

,,ბუნებრივია რაც ხდება სლოვაკეთში პრორუსმა პრემიერმა მე და ,,ქართულ ლეგიონს" დააბრალა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა. აქ ჩანს, რუსული სპეცსამსახურების ხელწერა, რომელიც იკვეთება სლოვაკეთში და საქართველოში. არ გამიკვირდება, უნგრეთში ორბანმაც იგივე განცხადება გააკეთოს და მე დამადანაშაულოს რაიმე სახის სახელმწიფო გადატრიალებაშიც. როგორც აღვნიშნე, ეს რეპერტუარი, სცენარი იწერება კრემლში. ქვეყნებში, რომლებშიც რუსეთის დიდი გავლენებია, ასეთი არის საქართველო, რომლისთვისაც ჩვენ სისხლს ვღვრით" - აღნიშნა მამულაშვილმა ''ექსპრესნიუსთან"

შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ შს მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აჩვენა ფოტო, რომელზეც მამუკა მამულაშვილთან ერთად არიან „ინიციატივა – მშვიდობა უკრაინისთვის“ წარმომადგენელი ლუსი შტასელოვა და სლოვაკური გამოცემის, Denník N-ის კომენტატორი მარტინ მ. შიმეჩკა.

სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის (SIS) დირექტორის, პაველ გასპარის თქმით, დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა „ქართული ლეგიონის“ პირადი და ეკონომიკური კავშირები საჯარო სექტორსა და ოპოზიციასთან.

მას არ დაუკონკრეტებია, რა კავშირებზეა საუბარი. მისივე თქმით, შექმნილი იყო სპეციალიზებული ჯგუფი, რომელშიც, გარდა „ფარული თანამშრომლებისა, შედიოდნენ პოლიციისა და ფინანსური ადმინისტრაციის თანამშრომლები“.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics