00:30 - 02 Feb, 2025
2023-11-16 16:47:34, 7771 ნახვა

კომენტარი/
ისრაელის არმია აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერის სახლს დაარტყეს

ისრაელის არმია აცხადებს, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზაში "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სახლს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ისრაელის არმიამ გაავრცელა საჰაერო ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია ძლიერი აფეთქება, რომელმაც ჰანიეს სახლი გაანადგურა.

როგორც ცნობილია, ისმაილ ჰანიე რამდენიმე წელია, ღაზაში არ ცხოვრობს. 

ისრაელის სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ალ-შათის ლტოლვილთა ბანაკში აღმოაჩინეს და გაანადგურეს "ჰამასის" საზღვაო ძალების იარაღი, მათ შორის მყვინთავების აღჭურვილობა და ასაფეთქებელი მოწყობილობები. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics