2024-03-23 10:12:11, 2313 ნახვა
Lifestyle/ უელსის პრინცესა ქეით მიდლტონს სიმსივნე აღმოუჩინეს, იგი ქიმიოთერაპიას გადის
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი სიმსივნეს ებრძვის. კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომ პრინცესა ახლა პრევენციული ქიმიოთერაპიის ადრეულ ეტაპებს გადის. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მეუღლეს სიმსივნე იანვარში ჩატარებული მუცლის ოპერაციის შემდეგ აღმოუჩინეს. სიმსივნის ტიპი არ არის ცნობილი. ქეითმა ქიმიოთერაპია თებერვლის ბოლოს დაიწყო. პრინცესამ ჩაწერა ვიდეო მესიჯი, რომელშიც მან თქვა: - ”რა თქმა უნდა, ეს იყო დიდი შოკი და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირადად გავუმკლავდეთ, ჩვენი ახალგაზრდა ოჯახის გულისთვის. როგორც წარმოგიდგენიათ, ამას დრო დასჭირდა. დრო მჭირდებოდა, რომ გამოჯანმრთელებულიყავი სერიოზული ოპერაციიდან და დამეწყო ონკოლოგიური მკურნალობა. მაგრამ რაც მთავარია, დრო გვჭირდებოდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ისე აგვეხსნა, როგორც მათ შეეფერებოდათ და დაგვერწმუნებინა, რომ კარგად ვიქნებოდი. მე ვუთხარი მათ, რომ ჯანმრთელი ვარ და დღითი დღე ვძლიერდები, ფოკუსირებას ვაკეთებ იმაზე, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში“, - თქვა 42 წლის პრინცესამ. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|