00:47 - 02 Feb, 2025
2024-06-26 10:59:23, 1109 ნახვა

სამხედრო/
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი უძღვებოდა და მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. 

"კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს.

მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ. "

კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს და ბრიტანელი ინსტრუქტორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics