2024-07-14 17:10:00, 1166 ნახვა
კომენტარი/ რობერტა მეცოლა: შოკირებული ვარ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით, პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია და ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. „შოკირებული ვარ პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია, მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი ფიქრები მასთან და მსხვერპლებთანაა“, - წერს მეცოლა. დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში გამართულ აქციაზე დახვრიტეს. ტყვიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარჯვენა ყური დაუკრა, რის შემდეგაც უშიშროების თანამშრომლებმა მას დაფარეს. თავდამსხმელი საიდუმლო სამსახურმა ესროლა და მოკლა. FBI-მ ეჭვმიტანილი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი დაასახელა. მკვლელობის მცდელობის შედეგად აქციის ერთ-ერთი მაყურებელი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
კორონავირუსი - ყველა სიახლე2025-02-01 12:33:00 უკრაინული მედია - რუსებმა პოლტავაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს 2025-02-01 12:05:28 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო, რობერტ ფიცოს ბრალდებებს უარყოფს 2025-02-01 11:16:21 რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ოდესის ისტორიული ცენტრი დააზიანა 2025-01-31 20:54:48 უკრაინამ კურსკის ოლქის ქალაქ რილსკში რუსეთის ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე იერიში მიიტანა 2025-01-31 19:01:40 ჩრდილო კორეელი სამხედროები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, კურსკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ, ფრონტის ხაზიდან გაიყვანეს ვიდეო/LIVE საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდეს ჯაშუშური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მთავარი თემა
|